2025 წელის აპრილში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 48 საჩივარი დაიწერა, ხოლო იანვარ-აპრილში 200.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში დაფიქსირებული საჩივრებიდან 37 - სალომბარდე სესხებზე მოდის, 3 - ავტოსესხზე, 2 - ბიზნეს სესხზე, 6 - სხვა სახის პრეტენზიებზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს აპრილში შესული საჩივრებიდან 25 - ადმინისტრაცია/მომსახურებაზე მოდიოდა, 16 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 1 - მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე, 1 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1- საპროცენტო შენატანებზე, 1 - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საჩივარზე, ხოლო 3 სხვა სახის პრეტენზიებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული 48 საჩივრიდან - 18 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 25 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 5-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.