საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი გვარაკიძე აქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

ipn.ge