მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კატეგორიაში ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გარდა ამისა, 2023 წლის უძრავი ქონების გენერალური ასამბლეა ჩატარდება.

კონგრესი ქალაქ მაიამის მერმა დენ გელბერმა, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორმა ჯებ ბუშმა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა, Miami Realtors-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ტერეზა ქინგ ქინიმ გახსნეს.

კონგრესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ მაიამი ბიჩის მერ დენ გელბერთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი ამ დამსახურებულ ჯილდოს მოიპოვებს. ველოდებით შედეგებს,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.