სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ორი კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება M3 კატეგორიის 18 ავტობუსის შეძენა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 100 000 ლარია.

ორივე ტენდერი გამოცხადდა 29 აგვისტოს. წინადადებების მიღება დაიწყება 3 სექტემბერს და დასრულდება 4 სექტემბერს, 13:30 საათზე. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით.

ტექნიკური პარამეტრები

ტენდერის დანართში დეტალურადაა გაწერილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაძენი ავტობუსები:

კატეგორია: M3, კლასი: პირველი;

ძარის ტიპი: საქალაქო ავტობუსი;

ზომები: სიგრძე – არანაკლებ 6500 მმ და არაუმეტეს 8500 მმ; სიგანე – 2100-2500 მმ; სიმაღლე – 2800-3200 მმ (აუცილებელია კონდიცირების სისტემის გათვალისწინებით);

მაქსიმალური წონა: არაუმეტეს 8300 კგ;

სალონში ადგილები: მინიმუმ 14 დასაჯდომი ადგილი (მათ შორის შშმ პირებისთვის განკუთვნილი) და სულ მინიმუმ 29 მგზავრი;

ძრავი: დიზელის, შესაბამისი მინიმუმ „ევრო 6“ ეკოლოგიური სტანდარტით;

შესყიდვის აღწერაში არაა მითითებული რომელი მუნიციპალიტეტისთვის იგეგმება ახალი ავტობუსების მიწოდება.

წყარო: bm.ge