საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს.