აქცია სლოგანით - „არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო“ მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართება.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

რუსთაველის გამზირისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიმავალი მარში, „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დროებით შეჩერდა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო", "რევოლუცია".

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.