თუ მოგზაურობას გეგმავ, ალბათ უკვე როუმინგ ინტერნეტ პაკეტის შერჩევასაც დაიწყებდი. ლოკაციის მიხედვით, მობილური ოპერატორები ლოკალურ და რეგიონალურ ინტერნეტ პაკეტებს გვთავაზობენ. რა განსხვავებაა ამ ორ ვარიანტს შორის და რომელია შენთვის უფრო ოპტიმალური? თუ ეს კითხვა გაგიჩნდა, მასზე პასუხს სულ ცოტა ხანში გაიგებ.
ლოკალური და რეგიონალური ინტერნეტ პაკეტები
ლოკალური ინტერნეტ პაკეტი კონკრეტული ქვეყნისთვისაა განკუთვნილი. რეგიონალური კი უფრო დიდ არეალს ფარავს. მაგალითად, ევროპის რეგიონალური პაკეტით ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში თავისუფლად შეგიძლია იმოგზაურო. იგივე შეიძლება ითქვას აზიის, აფრიკის, ლათინო ამერიკის ან ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონალურ პაკეტებზე. მათი შეძენის შემთხვევაში, MB-ებით სარგებლობას ყველა იმ ქვეყანასა თუ შტატში შეძლებ, რომლებსაც ეს რეგიონი ფარავს. ზემოთ ჩამოთვლილი ალტერნატივების გარდა, მობილური ოპერატორები ასევე გვთავაზობენ უნივერსალურ პაკეტს, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს. მოდი, განვიხილოთ, როდის, რომელი არჩევანია უფრო პრაქტიკული.
რეგიონალური თუ ლოკალური
ის, თუ რომელი ინტერნეტ პაკეტია შენთვის უფრო ხელსაყრელი, დამოკიდებულია, სად და რამდენი ხნით მიემგზავრები. თუ ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი გაქვს, შეგიძლია, ლოკალური პაკეტი შეიძინო, თუმცა თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას აპირებ, სჯობს, რეგიონალური პაკეტის გააქტიურებაზე დაფიქრდე. ამ შემთხვევაში, აღარ მოგიწევს ახალი eSIM-ის შეძენა, თანხასაც დაზოგავ და არც ზედმეტი დრო დაგეხარჯება.
რა უნდა იცოდე სამოგზაურო ინტერნეტზე
სამოგზაურო ინტერნეტი შექმნილია სპეციალურად მოგზაურებისა და ტურისტებისთვის. მისი დახმარებით, სადაც უნდა წახვიდე, ინტერნეტთან წვდომა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გექნება. გასააქტიურებლად ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული eSIM უნდა შეიძინო. დღესდღეობით ეს უკვე სრულად დისტანციურად არის შესაძლებელი. მთავარია, თადარიგი წინასწარ დაიჭირო და დროულად შეარჩიო შენს საჭიროებებზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი.
შეჯამება
როუმინგ ინტერნეტის შერჩევისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შენი მოგზაურობის ხანგრძლივობა და მარშრუტი - ლოკალური პაკეტი იდეალურია მაშინ, როცა კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობ, ხოლო რეგიონალური პაკეტი სჯობს იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ქვეყანას აპირებ ეწვიო.