სამგორის გამგეობა რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ივნისს მასშტაბურ ღონისძიებას აწყობს.

გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიების კონცეფცია, ადგილობრივი ახალგაზრდების  ჩართულობით შემუშავდა, ხოლო მის განხორციელებაში რაიონის ტერიტორიაზე  მოქმედი კერძო და არაკომერციული  ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. გამოიფინება  სამგორის  განვითარების ამსახველი ისტორიული  ფოტო-მასალა.  მოეწყობა პროფესიული და  სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი  მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ჯგუფები -  „რეგიონი“ და „რეზო და  ბავშვები“.

ღონისძიების პროგრამა:

ღონისძიების დასაწყისი:

18:00 სთ

  • ინსტალაცია - სტენდი „სამგორი 50“;
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები
  • საბავშვო კონცერტი
  • სპორტული აქტივობები
  • სამეწარმეო ბაზრობა და კვების ზონები
  • ფოტოგამოფენა - სამგორის  განვითარების ისტორიული  ექსკურსი
  • პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცე

კონცერტის დასაწყისი 21:00 საათი

  • ჯგუფი „რეგიონი“
  • „რეზო და ბავშვები“