საქართველოში კომპანიების 64% II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას არ აპირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ყველაზე დადებითი მოლოდინი ვაჭრობის სექტორს აქვს. 

„2025 წლის I კვ.-ში გამოკითხულ კომპანიათა 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2025 წლის კვ. II-ის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.

სექტორებს შორის, 2025 წლის კვ. I-ს მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2025 წლის კვ. II-ის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა“, - წერია კვლევაში.