Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა თვითმართვადი Tesla Robotaxi სატესტო რეჟიმში უკვე გაუშვა - მძღოლის გარეშე პირველი ტაქსები ოსტინის (ტეხასი, აშშ) ქუჩებში გამოჩნდნენ. სატესტო ზონაში მგზავრობა, ფიქსირებული 4.20 დოლარი ღირს. მასკმა გაშვების შესახებ 22 ივნისს X-ში (ყოფილი Twitter) გამოაცხადა, იუწყება Fortune.

საწყის ეტაპზე პროგრამაში 10-12 მანქანაა ჩართული. ისინი შეზღუდული ზონის ფარგლებში მოძრაობენ. თითოეული მანქანა დისტანციურად კონტროლდება.

სერვისი ამჟამად მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მასკმა განაცხადა, რომ წელს პროგრამა უფრო დიდ მასშტაბებზე გავა.