„ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; ​Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო.

Starring Georgia-ს დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა ხვალიდან, 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც მსურველი 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე - BSA.ge და TKT.ge შეძლებს, OneRepublic-ია.

BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.

„უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: Bruno Mars, Imagine Dragons, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream, - აღნიშნულია ინფორმაციაში.