ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 27-28 აპრილს აბრეშუმის  ქარხანაში გაიმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის ვორქშოფი საათში  ერთხელ პარალელურად ჩატარდება. ჯამში 2 დღის მანძილზე 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება ჩაერთოს  700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფში.

ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ  ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები:

  • Sport Fest
  • Kiketi Fest
  • Kiketi Forest Downhill Cup

Alice Q-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალები გამოირჩევა ინტერაქციული  ფორმატით. სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და იღებენ ახალ გამოცდილებას. ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ შემდეგი ვორქშოფები:

  • კოქტეილების და ლიმონათების მომზადება
  • დეკორატიული ლესვა
  • ტანგოს ვორქშოფი
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
  • დრამზე დაკვრა
  • ავეჯის რესტავრაცია
  • პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევა
  • ხალიჩების ქსოვა
  • ხმის ინჟინერია მარტივად
  • პირველადი დახმარების ვორქშოფი
  • საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება
  • მცენარეების გადარგვა
  • მუსიკალური ინსტრუმენტების იმპროვიზაცია
  • მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს:

  • მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი პროფესიის შერჩევა სურთ.
  • ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა, პროფესიულად განვითარება ან ახალი ჰობის აღმოჩენა სურს.
  • ბავშვებს, რომლებიც შემეცნებასთან ერთად გაერთობიან
  • მშობლებს, რომელთაც სურთ ცნობიერება აიმაღლონ თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე.
  • 65+ ასაკის კატეგორიისთვის, ვისაც თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება სურს.

საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე განსხვავებული ზონა იქნება:

  • ხელოვნებისა და კრაფტის ზონა;
  • ტექნოლოგიების ზონა,
  • განათლების და პროფესიული განვითარების ზონა;
  • კვების და სასმელების ზონა;
  • DIY და მებაღეობის ზონა;
  • ჯანმრთელობისა და სილამაზის ზონა;
  • მშობლების და ბავშვების ზონა;.