„საქსტატის ინფორმაციით“ ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა.

საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ადგენს. დეტალური მაჩვენებლების თანახმად, ივნისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად ლიმონი გაძვირდა, რომლის ფასიც 101%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა კივი ფასის 50%-იანი ზრდით, მესამეზე კი კარტოფილია, სადაც ფასი წლიურად 38%-ით გაიზარდა.

ყველაზე გაძვირებული საქონელი 2025 წლის ივნისის მდგომარეობით შემდეგია:

# დასახელება ფასის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 ლიმონი 101%
2 კივი 50%
3 კარტოფილი 38%
4 კომბოსტო 32%
5 ნაყინი 29%
6 მზესუმზირის ზეთი 28%
7 დასწრება კინოსეანსზე 27%
8 კაკაო 27%
9 საავადმყოფოს მომსახურება 26%
10 ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 25%