ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლმა“ მუშაობა განაახლა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებამ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა.