ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 118 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Coinmarketcap-ის მიხედვით, 11 ივლისის დილის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 118 856 აშშ დოლარი გახლდათ, რაც ახალი რეკორდია.

მართალია, ოდნავ მოგვიანებით ფასმა დაახლოებით 117 500 აშშ დოლარის ფარგლებში დაიწია, თუმცა ეს მაინც 7 500 დოლარით მეტია, ვიდრე ერთი თვის წინანდელი ფასი, ხოლო ორჯერ მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ღირებულებაზე.

Associated Press-ის შეფასებით, ფულის ნაკადი აგრძელებს სპოტურ ბიტკოინის ETF-ებში შემოდინებას, რასაც პრეზიდენტ ტრამპის კრიპტო-მეგობრული გავლენაც ემატება.

bpn.ge