სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

სირიის ლიდერს აეროპორტში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი იაკუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აჰმედ ალ-შარაა აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა და ენერგეტიკა.

ცნობისთვის, სირიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს 11 აპრილს, ანტალიაში შეხვდნენ.