ჩრდილოეთ კორეა ამჟამად რუსეთს უკრაინასთან ომისთვის საჭირო საბრძოლო მასალის 40 პროცენტამდე ამარაგებს, რადგან ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობა ღრმავდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, კერძოდ, „კიმ ჩენ ინის რეჟიმი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებსა და საარტილერიო სისტემებს უგზავნის“.

კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ, თავის მხრივ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ფულითა და ტექნოლოგიებით ამარაგებს, რაც ფხენიანის საერთაშორისო იზოლაციის შემსუბუქებას უწყობს ხელს.

„ეს კარგი იარაღია. ჩრდილოეთ კორეას უზარმაზარი მარაგი აქვს და იქ წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.