გერმანულმა Deutsche Bank-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა და გამოითვალა ის თანხა, რაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ერთ პაემანში უნდა გადაიხადო.
კვლევის ავტორთა განმარტებით, მონაცემები ეფუძნება 2025 წლის გლობალური ფასების რუკის ანგარიშსა და მსოფლიოს 67 სხვადასხვა ქალაქში პაემნების ხარჯების საშუალო არითმეტიკულს.
ანალიზის მიხედვით, რომელშიც 44 სხვადასხვა ქალაქია წარმოდგენილი, პაემანი ყველაზე ძვირი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჯდება და 400 ევროს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფი ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში - 88 ევრო.
გთავაზობთ ტოპ-10 ქალაქს, რომლებშიც პაემანი ყველაზე ძვირია:
- ჟენევა - 400 ევრო;
- ციურიხი - 393 ევრო;
- კოპენჰაგენი - 337 ევრო;
- ოსლო - 321 ევრო;
- ლონდონი - 313 ევრო;
- ნიუ იორკი - 301 ევრო;
- ედინბურგი - 297 ევრო;
- სტოკჰოლმი - 292 ევრო;
- თელ-ავივი - 291 ევრო;
- ამსტერდამი - 290 ევრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ქალაქებს შორის, ამ მხრივ, ყველაზე იაფიანი ქალაქი სტამბოლია, სადაც ერთ პაემანში საშუალოდ 163 ევროს გადახდა უწევთ. სიაში თბილისის მონაცემი მოცემული არაა.