ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკომისიამ ვერ შეძლეს აშშ-თან ხელსაყრელი სატარიფო შეთანხმების მიღწევა და ევროპელები კიდევ ერთხელ იხდიან ამის ფასს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

სიიარტო ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

„ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურება. მათ ვერ შეძლეს აშშ-თან ხელსაყრელი სატარიფო შეთანხმების მიღწევა და ევროპელები კიდევ ერთხელ იხდიან ამის ფასს. ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის მიერ აშშ-ზე დაწესებული ტარიფები ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა შემცირებულიყო. ჩვენ გვჭირდება პატრიოტები და არა ბიუროკრატები!”- წერს პიტერ სიიარტო.