ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 17.5 მილიონ ევროს გამოყოფს ბერძნული კომპანია Joltie-ის მხარდასაჭერად, საბერძნეთისა და კვიპროსის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი ქსელის გაფართოებისთვის.
დაფინანსება, რომელიც InvestEU პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს 2029 წლამდე 2 200 დამტენი პუნქტის აშენებას და რეგიონში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტის მიზანია, საგზაო ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაცია, სათბურის აირების ემისიების შემცირება და მდგრად მობილობაზე ტრანზიციის ხელშეწყობა.
Joltie საბერძნეთში დამონტაჟებული დამტენი სადგურების ⅓-ზეა პასუხისმგებელი და 500-მდე ასეთ პუნქტს მართავს.