საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებით, წინანდალში, ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის დემო დღე გაიმართა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„კონკურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკებში. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა კახეთის რეგიონის 32 საჯარო სკოლა. გუნდებმა ჟიურის წინაშე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სტარტაპ პროექტები განათლების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
გამოვლინდა 2025 წლის ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა. გამარჯვებულ გუნდს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საჩუქრად გადასცა 3D პრინტერი, ხოლო თითოეულმა მუნიციპალიტეტმა რჩეულ გუნდებს სიმბოლური პრიზები უსახსოვრა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.