ავსტრალიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს „რეზერვუარის" კომპიუტერის პროტოტიპი, რომელიც გამოთვლებს წყლის კონტეინერში ახორციელებს და წინასწარმეტყველებს მომავალს.

წყალზე ტალღების ქცევა მკაცრ ფიზიკურ კანონებს ექვემდებარება და პროგნოზირებად შედეგს იწვევს. მეცნიერთა აზრით, მათი გამოგონება ანალოგური კომპიუტერია, რომელსაც შეუძლია რიგი დავალების შესრულება უფრო სწრაფად და ზუსტად, ვიდრე ნებისმიერ ციფრულ პლატფორმას.

სტრუქტურულად, „რეზერვუარის" კომპიუტერის პროტოტიპი არის გრძელი კონტეინერი გამდინარე წყლით. მიკროსქემის როლს ასრულებს ტუმბო, რომელიც ქმნის ტალღებს წყლის ზედაპირზე. უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერები დაინტერესდნენ არა ჩვეულებრივი ტალღით, რომელიც სწრაფად კარგავს ძალას, არამედ სტრუქტურულად სტაბილური იზოლირებული ტალღით, ე.წ. სოლიტონით.

ამპლიტუდისა და ტალღის ნიმუშის წაკითხვის სიზუსტის გასაუმჯობესებლად მეცნიერებმა წყალს ფლუორესცენტური კომპოზიცია დაუმატეს. სამომავლოდ ისინი აპირებენ წყლის მიკროპროცესორის შექმნას, რომელიც შეძლებს ტალღის რეზერვუარზე შეჯახების პრინციპით იმუშავებს.

მოსალოდნელია, რომ ანალოგური „რეზერვუარის“ კომპიუტერები დააჩქარებენ გამოთვლებს კლიმატოლოგიაში, სოციოლოგიაში, საფონდო ბირჟაზე და იმ სფეროებში, სადაც პროგნოზირება დამოკიდებულია ალბათობის ფაქტორებზე.