5 ივნისს ოფიციალურად გამოვიდა დიდი ხნის ნანატრი სათამაშო კონსოლი – Nintendo Switch 2, რომელიც 8 წლის წინ გამოსული წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსიაა სოციალური ფუნქციებით, რომლებიც მოთამაშეებს თამაშის პარალელურად კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.

ნიუ-იორკში, Nintendo-ს მაღაზიასთან, რამდენიმე საათით ადრე მოუთმენელი მომხმარებლები მივიდნენ იმისთვის, რათა კონსოლების ყიდვა პირველებმა მოახერხონ.

Nintendo Switch 2 გამოვიდა იმ გაურკვეველ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ დაწესებულმა ტარიფებმა გამოიწვია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტარიფებმა განაპირობა მისი საშუალოზე ბევრად მაღალი ფასი – 450$, როცა თავდაპირველი ვერსია 300$ ღირდა.

„ზოგიერთ კონკურენტთან შედარებით, როგორებიცაა Xbox და PlayStation, PlayStation-ის ფასი 700 დოლარს უახლოვდება, ხოლო Xbox-ის ფასის ზრდის შემდეგ ის დაახლოებით 600 დოლარს უახლოვდება. ამრიგად, Nintendo ბაზარზე მაინც იაფი ალტერნატივაა“, – ამბობს ხავიერ ფერნანდესი, Nintendo-ს გულშემატკივარი.

ახალ კონსოლს, წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი და მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს, ნათელი გრაფიკით. მასში ჩაშენებულია მიკროფონი, რაც მოთამაშეებს თამაშის პარალელურად ონლაინკომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

იაპონიაში Nintendo Switch 2 ლატარიის სისტემის მეშვეობით გაყიდეს და კომპანიის თქმით, ორ მილიონზე მეტი განაცხადი მიიღეს.

„უბრალოდ იმისთვის ვიყიდი, რომ ეს ამჟამინდელი Switch-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. თამაშები გაცილებით უკეთესი გრაფიკითაა და ეს აუმჯობესებს უკვე გამოსული თამაშების ხარისხს. ამრიგად, ეს უბრალოდ ზოგადი განახლებაა“, – ამბობს ხავიერ ფერნანდესი, Nintendo-ს ფანი.

თავდაპირველად Switch 2-ის წინასწარი შეკვეთა აშშ-ში რამდენიმე კვირით, ტარიფების პოტენციური ზეგავლენის შესაფასებლად გადაიდო.