2025 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
"ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს", - ნათქვამია Galt& Taggart-ის მიმოხილვაში.