Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი არ შეცვლილა.

მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.130 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.129 მლრდ დოლარი

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ), ჩვენი შეფასებით.

ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.