72-ე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის მსოფლიო“ გამარჯვებული 21 წლის ტაილანდელი სუჩატა ჩუანგსრი გახდა.

კონკურსის ფინალი ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გაიმართა. ტიტულის მოსაპოვებლად 108 მონაწილე იბრძოდა. ჩუანგსრი პირველი ტაილანდელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

გვირგვინი მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ჩეხეთის წარმომადგენელმა კრისტინა პიშკოვამ გადასცა.

ჩუანგსრი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ის ასევე აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში. სუჩატას ასევე ძალიან უყვარს ცხოველები სახლში 16 კატა და ხუთი ძაღლი ჰყავს.

imedinews.ge