იტალიურმა კომპანია Campari Group-მა (ბრენდების Aperol, Campari, Courvoisier მფლობელი) გამოაცხადა თავისი ბრენდების Cinzano–ს და Frattina–ს, ასევე ცქრიალა ღვინის ბიზნესის Caffo Group 1915-ისთვის მიყიდვის შესახებ. შესაბამისი შეტყობინება მწარმოებლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. გარიგების ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება. მისი დახურვა 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

როგორც Campari Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საიმონ ჰანტმა განმარტა, ბრენდების გაყიდვა კომპანიის პორტფელის ოპტიმიზაციას უკავშირდება. თავის მხრივ, Caffo Group 1915-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სებასტიანო კაფომ, დააკონკრეტა, რომ ახალი ბრენდების შეძენა კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო ბაზრებზე გააძლიერებს.

ვრცლად rbc-ზე