ბრიუსელში ევროპული კვარტალის მასშტაბური გამწვანების დასაწყებად ემზადებიან, სადაც ევროკავშირის ადგილობრივი ოფისების დიდი ნაწილია განთავსებული – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

პირველი ქუჩა, რომელიც შეიცვლება, რაიონის ცენტრშია - ასფალტისა და ვიწრო ავტოსადგომების ნაცვლად იქ გაჩნდება, ფართო ტროტუარები, ახალი ხეები და ყვავილების ბაღები.

Rue Guimard ახლა ავტოსადგომებით არის სავსე, ხოლო ხეები ვიწრო ადგილებში იზრდება, რის გამოც მათი ფესვები გზის ზედაპირსა და ტროტუარებს აზიანებს. ახალი გეგმის თანახმად, მოხდება პარკირების ადგილების რეორგანიზება, გაფართოვდება ტროტუარები, ხოლო ხეების გარშემო სრულფასოვანი მწვანე ზონები შეიქმნება. ასევე დაემატება ველოსიპედის პარკირების ადგილები.