Citigroup Inc.-ის ანალიტიკოსმა ატიფ მალიკმა Nvidia Corp-ის სამიზნე ფასი აქციაზე 180 დოლარიდან 190 დოლარამდე გაზარდა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტში კომპანიის შემდგომი ზრდის მოლოდინებზე.
Nvidia-ს აქციები ორშაბათს 0.7%-ით დაეცა და ერთ აქციაზე 158.24 აშშ დოლარი შეადგინა. Citi-ს ახალი პროგნოზით, ისინი მიმდინარე დონესთან შედარებით დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.
წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 17.8%-ით გაიზარდა და 3.86 ტრილიონ დოლარს მიაღწია.