საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი რამდენიმე საათით დაიკეტება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათენის აკროპოლისი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება დაკეტილი.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე იქნება შენარჩუნებული.

1tv.ge