აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დათანხმდა აშშ-სთვის იშვიათი მინერალების მიწოდების განახლებას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დიახ, ის დათანხმდა ამას. ჩინეთთან შეთანხმების მოლაპარაკებებში ძალიან შორს წავედით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის. მხარეები სავაჭრო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.