ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, შექმნან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, საკვები პროდუქტებისა და აღჭურვილობის სარეზერვო მარაგი ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მიზეზი მზარდი გეოპოლიტიკური რისკებია, წერს Financial Times ევროკავშირის სტრატეგიის პროექტზე დაყრდნობით.

ეს ეხება არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრიისა და მწვანე ენერგიისთვის საჭირო იშვიათმიწა ელემენტებს, არამედ ენერგეტიკული ან ოპტიკური კაბელების სათადარიგო ნაწილებსაც, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს დაზიანების სწრაფად აღსადგენად.

ვრცლად liga.net–ზე