ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგების დონემ 80%-ს გადააჭარბა, ნათქვამია Gas Infrastructure Europe პლატფორმის მონაცემებში.

მარაგების მიმდინარე დონე ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 6.8 პროცენტული პუნქტით დაბალია.

სექტემბრის მეორე კვირის დასაწყისიდან რეგიონში მკვეთრად შემცირდა გადატუმბვის ტემპი - ის საშუალოდ დაახლოებით 170 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა, მაშინ როდესაც პირველ კვირაში ის დღეში 300 მილიონ კუბურ მეტრზე ოდნავ ნაკლები იყო, ხოლო აგვისტოში - 328 მილიონი კუბური მეტრი დღეში.

ვრცლად interfax – ზე