„რომამ“ „ლიონს“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

ფრანგული კლუბი 24 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც გამოცემა ამტკიცებს, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ამავე დროს, ინგლისურმა გამოცემამ, Sunderlandecho-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალოგიური წინადადებით „ლიონს“ „სანდერლენდიც“ დაუკავშირდა.

„24 წლის გიორგი მიქაუტაძეს კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მან ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალედ ითამაშა და, შესაძლოა, ამ ზაფხულს „სანდერლენდში“ გადავიდეს. როგორც ამბობენ, გუნდი მისი ტრანსფერითაა დაინტერესებულია. თუმცა კონკურენცია სერია A-ს „რომასთან“ მოუწევს, რომელიც გარიგების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობს.

„სანდერლენდს“ მიქაუტაძის შეძენის ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდა და ფრანგებთან თავდამსხმელის შეძენის მიზნით დაუკავშირდა“, – ამტკიცებს Sunderlandecho.

ფრანგული „ფუტ მერკატოს“ ინფორმაციით, მიქაუტაძის დამატებას ორი თურქული კლუბი – „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩეც“ ცდილობენ. მათი ინტერესი დიდია, რბოლაში საუდის არაბეთის კლუბებიც ჩაერთვნენ, მაგრამ მათი შანსი დაბალია.

1tv.ge