2032 წლის დეკემბერში, ასტეროიდი 2024 YR4, რომლის დიამეტრი 53-67 მ-ია, შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს, იტყობინება The Guardian.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი შეჯახების ალბათობა მხოლოდ 4.3%-ია, მაგრამ ის თანდათანობით იზრდება და შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.

კანადის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აცხადებენ, რომ შეჯახების შედეგად მთვარის ზედაპირიდან მილიონობით ტონა ნამსხვრევები დედამიწისკენ გაფრინდება და რამდენიმე დღეში მის ატმოსფეროს მიაღწევს.

„თუ 2024 YR4-ი 2032 წელს მთვარეს შეეჯახება, ეს ბოლო 5000 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი დარტყმა იქნება“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.