საფრანგეთის ხელისუფლებამ Tesla-ს მოსთხოვა შეწყვიტოს თავისი ავტომობილების რეკლამირება როგორც სრულად თვითმართვადი მოდელების და ამერიკულ ავტომწარმოებელს დღეში 50 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაემუქრნენ, თუ ის გააგრძელებს მსგავს „მატყუარა მარკეტინგულ პრაქტიკას“, – ამის შესახებ Politico იუწყება.

საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანოს მიერ სამშაბათს გამოცემული ბრძანება იყო 2023 და 2024 წლებში მრავალი საჩივრის შემდეგ ჩატარებული გამოძიების შედეგი.

დადგინდა, რომ Tesla-მ დაარღვია ფრანგული კანონმდებლობა თავისი ბიზნეს პრაქტიკის რიგ ასპექტებში, როგორიცაა შეკვეთების დროულად დაბრუნების ან ნაღდი ფულით გადახდის ქვითრების მიწოდების შეუძლებლობა.

ილონ მასკის საკუთრებაში მყოფ კომპანიას 4 თვე აქვს მოთხოვნების შესასრულებლად სანამ ჯარიმები ძალაში შევა.