ნიდერლანდებში Haribo-ს საღეჭ კანფეტებში კანაფი აღმოაჩინეს.

ABC.AZ-ის ცნობით, ნიდერლანდებში რამდენიმე ადამიანმა Happy Cola F!ZZ კანფეტების ჭამის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ნიდერლანდების სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა კანფეტების ნიმუშები აიღეს, რომელთა შემოწმების დროს მათში კანაფი აღმოაჩინეს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 1 კგ-იან შეფუთვებს, რომელთა ვარგისიანობის ვადა 2026 წლის იანვარია.