საერთაშორისო ბიოფარმაცევტული კომპანია AstraZeneca Plc-ის აქციები ორშაბათს ვაჭრობისას 5.8%-ით დაეცა, შედეგად, დიდ ბრიტანეთში კაპიტალიზაციის მიხედვით ლიდერის სტატუსი HSBC-ის დაუთმო.
AstraZeneca-ს საბაზრო ღირებულება 154 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე (203 მილიარდი აშშ დოლარი) დაეცა, ხოლო HSBC-ის ღირებულება 4%-ით გაიზარდა და 156 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწია.