აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის სოციალურ ქსელში საჯარო დაპირისპირების დროს, მასკმა ტრამპი "ჯეფრ ეპსტინის ფაილებთან" კავშირის ქონაში დაადანაშაულა, ახლა ეს პოსტი აღარ იძებნება.
ABC News წერს, რომ მასკპა პოსტი, სავარაუდოდ, 7 ივნისის საღამოს წაშალა.
"დროა, ძალიან დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპსტინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროებულა ისინი. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ! შეინახეთ ეს პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამჟღავნდება" - დაწერა მასკმა 5 ივნისს
"ეპსტინის ფაილებში" მასკი გულისხმობს ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის გახმაურებული საქმის მასალებს. არსებული დაუდასტურებელი ცნობებით, დონალდ ტრამპს ეპსტინთან ახლო კავშირები ჰქონდა, რასაც თავად ტრამპი უარყოფს. 2025 წლის 27 თებერვალს ტრამპის მიერ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი გაავრცელა, თუმცა მათში ტრამპი არ ფიგურირებდა.