ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co. შვეიცარიული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, MoonLake Immunotherapeutics-ის, შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს, იტყობინება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

კომპანიის შესყიდვის მსგავსი შეთავაზება Merck-მა წელს ადრეც გააკეთა. შეთავაზება უარყოფილ იქნა, თუმცა, წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს. ასევე არსებობს ალბათობა, რომ MoonLake–ზე სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ.

შვეიცარიული კომპანიის მრჩევლებად Morgan Stanley და Goldman Sachs გამოდიან. 

ვრცლად interfax–ზე