მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„მზად ვერ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმება, ერთი და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. როგორც იცით, ნატო-ს მიერ გამარჯვების მიმართ ერთგულება 100%-ზე ბევრად ნაკლებია და ზოგიერთი მათგანის მიერ რუსული ნავთობის შეძენა პირდაპირ შოკისმომგვრელია! ეს რუსეთის წინაშე მოლაპარაკებებში თქვენს პოზიციასა და ძალას მნიშვნელოვნად ასუსტებს. მე მზად ვარ, რომ ეს „გავაკეთო“. თქვენ უბრალოდ თქვით, როდის?“, - წერს დონალდ ტრამპი.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს ქვეყნებს ჩინეთის წინააღმდეგ 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„მჯერა, რომ ეს და ასევე, ნატო-ს, როგორც ჯგუფის მიერ, ჩინეთის წინააღმდეგ 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც გაუქმდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის დასრულებაში დიდ წვლილს შეიტანს. ჩინეთს რუსეთზე ძლიერი კონტროლი და გავლენა აქვს, ეს ტარიფები კი ამ კონტროლს დაასუსტებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპი აღნიშნავს, რომ „ეს მისი ომი არ არის, არამედ ეს ბაიდენისა და ზელენსკის ომია“.
„აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ამ ომის დასრულებას ხელი შევუწყო და ათასობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლე გადავარჩინო. (მხოლოდ გასულ კვირას 7118 ადამიანი დაიღუპა. ეს სიგიჟეა!). თუ ნატო იმას გააკეთებს, რასაც მე ვამბობ, მაშინ ომი ძალიან სწრაფად დასრულდება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც მოხდება. თუ ასე არ გააკეთებთ, მაშინ თქვენ ჩემს დროს კარგავთ, ასე აშშ-ის დროს, ენერგიასა და ფულს“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.