იაპონურმა კომპანია Nintendo-მ რეკორდული მოთხოვნა დააფიქსირა მის ახალ Switch 2 სათამაშო კონსოლზე, რომელიც გაყიდვაში 5 ივნისს გამოვიდა.
პირველი ოთხი დღის განმავლობაში 3.5 მილიონზე მეტი კონსოლი გაიყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში გაყიდვების საუკეთესო დასაწყისია - შედარებისთვის, როდესაც ორიგინალი Switch 2017 წელს გამოვიდა, პირველ თვეში 2.7 მილიონი კონსოლი გაიყიდა.
Nintendo-ს პროგნოზით, Switch 2-ის გაყიდვები 2026 წელს დაახლოებით 15 მილიონი ერთეული იქნება.
2017 წელს ორიგინალური Switch კონსოლის გამოსვლის შემდეგ, 152 მილიონი ერთეული გაიყიდა. კონსოლის პოპულარობა ძირითადად განპირობებული იყო ისეთი თამაშებით, როგორიცაა The Legend of Zelda და Animal Crossing: New Horizons.