დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანიის სტატუსი დაიბრუნა და გერმანულ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ SAP SE-ს გაუსწრო, იტყობინება Bloomberg.
Novo-ს აქციები პარასკევს 2.3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოებისგან უკუკავშირის მიღების შემდეგ, წონის კონტროლის ექსპერიმენტული პრეპარატის, ამიკრეტინის, შემუშავების გვიან სტადიაზე გადატანას გეგმავს.
13 ივნისის დილის მონაცემებით, Novo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 365 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო SAP-ის - 364.3 მილიარდ დოლარს.