ამერიკულმა ტელევიზიამ, NBC Sports-მა დაასახელა თანხები, რომელიც კლუბებმა 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის გამოიმუშავეს.

საპრიზო ფონდიდან ყველაზე მეტი ტურნირის გამარჯვებულს, ლონდონის „ჩელსის“ ერგო. ბრიტანული კლუბი ფიფა-სგან 128.43 მილიონ დოლარს მიიღებს. მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენია“ – ტურნირის ფინალისტს 118.43 მილიონი დოლარი ერგება.

ყველაზე ნაკლები ოკეანეთის წარმომადგენელს, „ოკლენდ სიტის“ ხვდა წილად. ახალზელანდიური გუნდი ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში დამარცხდა და 17 გოლი გაუშვა.

წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ექვსი კონტინენტის 32-მა გუნდმა მიიღო. ფინალში „ჩელსიმ“ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.

კლუბების მიერ გამომუშავებული თანხები:

ლონდონის „ჩელსი“ – 128.43 მილიონი დოლარი
„პარი სენ-ჟერმენი“ – 118.43 მილიონი დოლარი
„ფლუმინენსე“ – 60.83 მილიონი დოლარი
მადრიდის „რეალი“ – 59.43 მილიონი დოლარი
„პალმეირასი“ – 39.83 მილიონი დოლარი
„დორტმუნდი“ – 38.43 მილიონი დოლარი
მიუნხენის „ბაიერნი“ – 37.43 მილიონი დოლარი
„ალ ჰილალი“ – 34.13 მილიონი დოლარი
„ფლამენგო“ – 27.71 მილიონი დოლარი
„ბოტაფოგო“ – 26.71 მილიონი დოლარი
„მანჩესტერ სიტი“ – 26.31 მილიონი დოლარი
მილანის „ინტერი“ – 25.31 მილიონი დოლარი
„ბენფიკა“ – 24.31 მილიონი დოლარი
„იუვენტუსი“ – 24.31 მილიონი დოლარი
„მონტერეი“ – 21.05 მილიონი დოლარი
„ინტერ მაიამი“ – 21.05 მილიონი დოლარი
„რივერ პლეიტი“ – 18.21 მილიონი დოლარი
„ბოკა ხუნიორსი“ – 17.21 მილიონი დოლარი
„ატლეტიკო მადრიდი“ – 16.81 მილიონი დოლარი
„ზალცბურგი“ – 15.81 მილიონი დოლარი
„პორტო“ – 14.81 მილიონი დოლარი
„მამელოდი სანდაუნსი“ – 12.55 მილიონი დოლარი
„ალ აჰლი“ – 11.55 მილიონი დოლარი
„ესპერანს ტუნისი“ – 11.55 მილიონი დოლარი
„ლოს ანჯელესი“ – 10.55 მილიონი დოლარი
„ალ აინი“ – 9.55 მილიონი დოლარი
„პაჩუკა“ – 9.55 მილიონი დოლარი
„სიეტლ სანდერსი“ – 9.55 მილიონი დოლარი
„ულსანი“ – 9.55 მილიონი დოლარი
„ურავა რედსი“ – 9.55 მილიონი დოლარი
„ვიდადი“ – 9.55 მილიონი დოლარი
„ოკლენდ სიტი“ – 4.58 მილიონი დოლარი

1tv.ge