გერმანიის ქალაქ ვეცეში, თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა ახალი ქარხანა ააშენა, სადაც ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებელი F-35-ის ცენტრალური ნაწილები იწარმოება. ამის შესახებ გერმანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Spiegel-მა განაცხადა.

ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაჯდა. კონცერნის აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის თქმით, წარმოება რამდენიმე დღეში დაიწყება - „შესაძლოა ხვალ“.

ახალი კომპონენტები ამერიკულ კომპანია Northrop Grumman-ს მიეწოდება, რომელიც შემდეგ მათ თვითმფრინავის საერთო ასამბლეაში ინტეგრირებას მოახდენს. აქამდე ეს ნაწილები ექსკლუზიურად შეერთებულ შტატებში იწარმოებოდა.