Ан-24 და Ан-26 თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად, „როსავიაცია“ ჩინეთისგან შეძენის იდეას განიხილავს, სადაც ასეთი თვითმფრინავების ანალოგი იწარმოებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი Ан-24 და Ан-26-ის სათადარიგო ნაწილებს უკრაინისგან ყიდულობდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „როსავიაციის“ და ჩინური მხარის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.