რუსეთი „ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას“ ტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 9 ივნისს ძალაში შევიდა კანონი „რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ“, საბოლოოდ კი რუსეთის ფედერაცია ამ ხელშეკრულებას ნოემბერში დატოვებს.

აღნიშნული დოკუმენტი პარიზში 1990 წელს გაფორმდა, ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე ხელი მოეწერა მის განახლებულ ვერსიას, რომლის რატიფიცირებაც მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ყახაზეთმა და უკრაინამ განახორციელეს, თუმცა NATO-ს სხვა ქვეყნებმა განაგრძეს ისევ ძველი დებულებების დაცვა. რუსეთმა ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა, ვიდრე NATO-ს ქვეყნები ადაპტირებული დოკუმენტის რატიფიცირებას არ მოახდენდნენ.