ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ 100 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსის მიღების პირობები შეასრულა, იუწყებიან Bloomberg-ი და Simple Flying.

ო’ლირის კონტრაქტის პირობების თანახმად, მას შეუძლია მიიღოს Ryanair-ის 10 მილიონი აქციის შეძენის ოფცია ფიქსირებულ ფასად, 11.12 ევროდ თითო აქციაზე, თუ დაკმაყოფილდება ორი პირობიდან ერთ-ერთი: აქციების ფასი 21 ევროზე მეტი უნდა დარჩეს ზედიზედ 28 დღის განმავლობაში, ან კომპანიამ გადასახადების შემდეგ წლიური მოგება 2 მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს.

ვრცლად liga.net – ზე