გერმანელი მცველის, მატს ჰუმელსის წასვლის შემდეგ, სერია A-ს ერთ-ერთი გრანდი „რომა“ დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს და ერთ-ერთ ვარიანტად კვლავ საბა გოგლიჩიძის შეძენას განიხილავს – ინფორმაციას Sololaroma ავრცელებს.
„გერმანელი მცველის, მატს ჰუმელსის წასვლის შემდეგ „რომა“ დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯონ ლუკუმია, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა „ბოლონიაში“, მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა, ალტერნატიული ვარიანტი „ბორნმუთის“ მცველი სენესი და ქართველი გოგლიჩიძეა, რომელიც „ემპოლის“ საკუთრებაა. გუნდის ახალი სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა ცდილობს კარგი მცველი დაიმატოს, რათა ჯან პიერო გასპერინიმ სრულყოფილი დაცვის ხაზი ჩამოაყალიბოს.
საბა გოგლიჩიძე ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელსაც „რომა“ აკვირდება. 2004 წელს დაბადებულმა ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. ფიზიკურად ძლიერი მცველის მიმარ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს და ახალა მასარაზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად“, – წერს იტალიური გამოცემა.