ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi, იშვიათი აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ამერიკულ მწარმოებელ Blueprint Medicines-ს დაახლოებით 9.5 მილიარდ დოლარამდე ფასად ყიდულობს, განაცხადა Sanofi–მ. 

Sanofi გარიგების დახურვისას, რაც მესამე კვარტალში არის მოსალოდნელი, დაახლოებით 9.1 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის, ხოლო გარკვეული მაჩვენებლების მიღწევის შემთხვევაში, კიდევ დაახლოებით 400 მილიონ აშშ დოლარამდე.

გარიგების ფარგლებში, ფრანგული კომპანია, სხვა საკითხებთან ერთად, მიიღებს უფლებებს Ayvakit–ზე – ერთადერთი დამტკიცებული პრეპარატი სისტემური მასტოციტოზის შორსწასული და ნელი სტადიის სამკურნალოდ.

წყარო: interfax